2026-11-24 17:41:51
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გადაადგილება იზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
"ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია",- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.