ჩხუბის დროს კაცს ხელი კრეს დაეცა და გარდაიცვალა

2026-11-24 15:04:17

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 65 წლამდე კაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება გოგებაშვილის ქუჩაზე ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. 

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი ჩხუბის დროს დაეცა და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა. ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი განყოფილებაში არიან გადაყვანილები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია