სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა

2026-11-16 14:52:09

ყვარელში სკოლის მოსწავლეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მთავარი ამბები კახეთიდა" ავრცელებს.

მათი ცნობით, ავარია იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.