სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

2026-11-13 13:56:51

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე პედაგოგი დაახლოებით 1 კვირის წინ დააკავეს. დაზარალებული კი სკოლის მოსწავლეა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.