2026-11-12 18:19:38
საქართველოს ფოსტის სახელით ვრცელდება თაღლითური SMS-შეტყობინებები, რომლებშიც მოქალაქეებს გზავნილის მისაღებად საეჭვო ბმულზე გადასვლასა და სხვადასხვა მოქმედების შესრულებას სთხოვენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს.
"მოქალაქეების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საქართველოს ფოსტის მიერ არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ მათ, არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და არ შეიყვანონ პირადი ან სხვა ნებისმიერი მონაცემები.
გთხოვთ, გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ისარგებლოთ საქართველოს ფოსტის საინფორმაციო არხებით",- ნათქვამია განცხადებაში.