თბილისში, ლიფტთან ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

2026-11-12 00:02:36

თბილისში სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, მათ სადარბაზოში, შეიარაღებული პირები ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.

დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი  109- ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.