2026-11-11 17:29:01
ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივი მედიის, "ქართლის ამბების" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი წყალმზიდ შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.