ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა 5 ადამიანი

2026-11-07 19:51:27

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიისას ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სამივე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.