2026-10-25 12:50:30
ფოთში ქმარმა ცოლი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.