კაცი, რომელსაც 13 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2026-10-21 14:40:44

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 13 დღის განმავლობაში დაკარგული 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობირივი მედიის "მთავარი ამბები კახეთიდან" ინფორმაციით, გარდაცვლილს ადგილობრივმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა. 
ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.