2026-10-21 13:15:12
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.ქვემო ქართლში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა