2026-10-19 16:50:21
„გლდანი მოლში“ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტის საწყობის თანამშრომელი 37 წლის კაცი მოლში მდებარე აფთიაქში არტერიული წნევის შესამოწმებლად შევიდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ, ადგილზე მისულ ეკიპაჟს კაცი გარდაცვლილი დახვდა.