2026-10-10 14:49:46
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, თავად ავტომობილის მძღოლი ინფორმაციის გაგების შემდეგ, ნერვიულობის შედეგად დაიღუპა.
ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც მძღოლმა ქვეითის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ისიც გარდაიცვალა.