2026-10-08 20:31:53
გორში პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა ლიბერთი ბანკთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პენსიონერმა თანხის გამოტანაში დახმარება ითხოვა და მაგ დროს გასტაცეს თანხა.
მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 1984 წელს დაბადებული პირი, რომელიც წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლევი. მას დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.