2026-10-05 23:28:47
თბილისი მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.