2026-10-01 21:11:14
მარნეულში 13 წლის გოგონამ ტყუპი გააჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში გულისხმობს და შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.