კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

2026-09-25 20:43:47

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფირმაციით შემთხვევა, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.