კაცს, რომელმაც მოზარდი გააუპატიურა, პატიმრობა შეეფარდა

2026-09-23 17:49:47

კახეთში არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საგამოძიებო უწყების ცნობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში

60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, რა დროსაც მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.

პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.

ადგილობრივების თქმით კაცი ოჯახის ახლობელი იყო და მოზარდი ხშირად დაჰყავდა სხვადასხვა მოსამზადებელ წრეზე. მათივე თქმით, დაკავებამდე 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანა