85 წლის ქალი მოკლეს

2026-09-23 16:34:53

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.

შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.