ქვემო ქართლში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2026-09-23 12:30:37

მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხე.