საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

2026-09-21 21:21:11

თბილისში, ვერაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.