2026-09-17 22:31:03
ბომპანია BOLT-ის ცნობით, 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება (ცვლილება არ ეხება მინიმალურ ტარიფებს).
"ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია.“ მიმართავს კომპანია მძღოლებს