ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

2026-09-04 17:56:31

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფომაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს