2026-09-04 11:23:33
ბათუმში მანქანა სქროლს შეეჯახა, რომლითაც ორი ადამიანი გადაადგილდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ორივე მათგანი.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების, ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.