მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი ბავშვს დაეცა

2026-09-02 09:35:12

თბილისში კორპუსის მე-10 სართულიდან სკამი ისროლეს, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა 10 წლის ბავშვი

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას ბავშვის ახლობელი აღნიშნავს, რომ ბავშვი მძიმედ არის დაშავებული, მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. 

როგორც, "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე 1 პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.