2026-09-01 14:07:17
სვანეთში 20 წლის ტურისტ გოგოს ეძებენ.
გვარცელებული ინფორმაციით ქალი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში მარტო მოგზაურობდა. მასთან დაკავშირება კი ბოლოს გუშინ, მესტიაში შეძლეს. მისი ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება აქტიურად მიმდინარეობს.