მეწყერის ჩამოწოლის გამო გზებზე გადაადგილება იზღუდება

2026-08-27 20:54:50

 

საირმეში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა. 

 

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

 

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში