2026-08-27 15:10:59
"ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი.
"შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არაა, ალბათ, ბევრი ამაში დარწმუნებული ბრძანდებით.
რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო, შესაბამისი ასაკის შვილები მყავს, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს.
ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.