2026-08-21 17:43:33
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარდაბანი-კაპანახჩის 8.5 კმ სიგრძის საავტომობილო გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
დეპარტამენტმა რეაბილიტაციისთვის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 2 523 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: "წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გარდაბნის (ვახტანგისის) მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება უწევს ქალაქ რუსთავის ცენტრალური ნაწილის გავლით, რაც დამატებით ტვირთავს ქალაქის საგზაო ქსელს, ზრდის გადაადგილების დროსა და საექსპლუატაციო ხარჯებს, ასევე უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ინიციატივისა და მიმართვის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს ქალაქ გარდაბანსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩს შორის ახალი საავტომობილო გზისა და მდინარე მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას...
საპროექტო გზის სავარაუდო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 8.5 კმ-ს, საიდანაც დაახლოებით 6.5 კმ მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საპროექტო მარშრუტი ძირითადად გაივლის არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კორიდორში და მოიცავს მდინარე მტკვრის გადაკვეთას.
წინამდებარე დავალება მოიცავს აღნიშნული საავტომობილო გზისა და სახიდე გადასასვლელის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რომლის საფუძველზეც დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება".