2026-08-13 13:14:57
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი ამ დროისთვის კლინიკაში საბადრაგო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მოგვიანებით კი მას საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე 6 არასრულწლოვანია.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია