4 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2026-08-12 23:58:34

4 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გომის მთაზე, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა რამდენიმე. 

გავრცელებული ინფორმაციით ტურისტები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.