შეზღუდვა საავტომობილო გზაზე

2026-08-10 14:54:30

11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 11 და 12 აგვისტოს, ღამის საათებში (01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით მოძრაობის ჩაკეტვა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადართვა
აღნიშნული გადართვის პროცესი განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით",- ნათქვამია განცხადებაში.