თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო

2026-08-09 14:53:30

თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი ბიჭი დაიხრჩო.

17 წლის ახალგაზრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო.

"მარნეული ნიუსი" თანასოფლელების ინფორმაციით წერს, რომ ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რათ თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.