კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

2026-08-04 19:25:01

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციიღ, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.