2026-07-29 17:08:09
საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ის თბილისში საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, ტაილანდელი მოგზაურის, იუთუბერის, ჰლუნ სოლოს ოჯახის ინფორმაციით, 13 ივლისს მასთან კავშირი დაკარგეს. ის მარტო მოგზაურობდა.