ხანძრის შედეგად ბაზარში 13 ობიექტი დაიწვა

2026-07-18 11:57:45

ქუთაისში ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ 13 დახლს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, დილის 4 საათზე ადგილზე მისულ მოვაჭრეებს დახლები უკვე დამწვარი დახვდათ და შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემა "ინფო იმერეთთან" ადგილობრივები აცხადებენ, რომ დამწვარია დაახლოებით 13 ობიექტი. დახლებზე ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონელი იყო განთავსებული.