2026-07-17 23:43:44
ხაშურში 70 წლის კაცს კასტეტით სცემეს.
შემთხვევა „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცს კასტეტი, შელაპარაკების დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტაქსის მძღოლმა თავის არეში ჩაარტყა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. დაკავებულია ბრალდებული.