ავარიას 19 წლის გოგო ემსხვერპლა

2026-07-15 11:11:48

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტმობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი, 19 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.