2026-07-05 12:24:22
ხალციხეში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით ორი დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც მოქალაქეები ადგილობრივ მედიასთან "Tok2Region"-თან ამბობენ, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა და ის სავარაუდოდ ჭერში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.