სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

2026-07-04 17:39:18

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს და წერს, რომ კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ახალციხეში, მშენებლობაზე კაცს თავზე სავარაუდოდ სამშენებლო ბლოკი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა.