როგორია ავარიაში დაშავებული 2 არასრულწლოვნის მდგომარეობა

2026-07-04 17:23:29

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მოზარდს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში თავის არეში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხებ მეორე დაშავებულს, მკურნალობას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის შედეგად დაზარალებულები 112 ის ბრიგადამ პირველადი დახმარებისათვის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც ისინი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკებში მოათავსეს.

არასრულწლოვნებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.