2026-07-01 19:43:18
რუსთავი-თბილისის გზაზე, კახეთის გზატკეცილზე ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ცეცხლი ძველ საბურავებს ეკიდა.
ხანძრის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.