ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

2026-07-01 11:11:30

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთი ავტომობილი ფიგურირებს. ავარიის დროს მე-12 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა.

ოგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.