2026-06-17 19:17:17
Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო.
ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა.
Tik-Tok ლაივის შემდეგ, მოზარდმა მეორე ბიჭი ქუჩაში გასარჩევად დაიბარა,წიხლებით სცემა და პარალელურად ვიდეო გადაუღო.
დაზარალებულს კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ამ დრომდე წოლით რეჟიმში იმყოფება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს დაკავებულია 1 არასრულწლოვანი და
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.