2026-06-14 13:11:53
ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო.
შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალას ტბაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.