ავარიას 1 ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, კიდევ 3 მგზავრი დაშავდა

2026-06-14 12:13:02

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი სეეჯახა, რის შედეგადაც 45 წლამდე კაცი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.