2026-06-09 17:32:21
ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გარდაცვლილი ბიჭის დამაც.
"მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა. ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!",- წერს გარდაცვლილი არასრულწლოვანის, ლუკა ჩხიკვიშვილის და, ლიზი ჩხიკვიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს