ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 დაშავდა

2026-05-30 18:50:19

მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ომფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.