ქვემო ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

2026-05-24 15:53:28

მარნეულიში, სოფელ წოფში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციიტ, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში გამუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. სადავო მუხლი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

ფოტო: 24 news