ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

2026-05-22 00:44:30

კასპში, ხოვლეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. კაცი ადგილზე დაიღუპა.

 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს.